|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაღუპულის ახლობლების მტკიცებით, მკვლელი პატრულის თანამშრომელია


 შსს პრესსამსახურის ინფორმაციითთბილისშივაზისუბანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაწყებულია 108- მუხლით,   თუ რა ვითარებაში მოხდა დანაშაული და რა იყო მკვლელობის იარაღი  ამას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებენ. 

როგორც  ვაზისუბნის მცხოვრებლები აცხადებენ, მოკლულია 31 წლის ახალგაზრდა. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ჩხუბის შედეგად მოხდა.  მოკლული  კობა აღლემაშვილის ახლობლების მთკიცებით, აღლემაშვილი სავარაუდოდ პატრულის თანამშრომელმა მოკლა. 
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მკვლელობა ვაზისუბანში, აღლემაშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. მათი მტკიცებით, კობას მკვლელი პატრულის თანამშრომელია
ახლობლების ინფორმაციით, 31 წლის კობა აღლემაშვილი მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. ამასთან, ნათესავების ინფორმაციით, მოკლულის ცხედარი ამ დროისათვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, რის შემდეგაც მას ახალციხეში გადაასვენებენ.­­­­­


მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

ავტორი: ნიუპრესი