მარინა დახუნდარიძე: "მერმა მომატყუა და ჯავახიას როგორ ვენდო"
მრავალშილიანი დედა მარინა დახუნდარიძე ქუთაისის თვითმმართველობას "მასხრად აგდებაში" ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მის ყოველ განცხადებას "მასხრად იგდებენ", მის მრავალშვილიან ოჯახს შიმშილი ემუქრება: "15 განცხადება შევიტანე და აქედან 4-ზე დიდი წვალებით მივიღე პასუხი, ეს ყველაფერი მას შემდეგ რაც ახალ წელსაც აქ გავათენე ღამე. განცხადებაში ჩემი პრობლემების შესახებ ვწერდი. ქალაქი მერმა იძულებული გამხადა, ღამე ქუჩაში გამეთია“.
ადგილობრივ თვითმმართელობიდან მრავალშვილიან დედას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ უპასუხა. ჯავახიას თქმით, მარინა დახუნდარიძე მერიაში მუშაობდა და გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თავად თქვა. „მარინა დახუნდარიძე იყო მერიის თანამშრომელი, მან საკუთარი სურვილისამებრ არ გაიარა გამოცხადებული კონკურსის არც ერთი ეტაპი. მარინა დახუნდარიძეს 12 შვილი ჰყავს. ყველა სრულწლოვანი და შრომისუნარიანია. ქუთაისის მერია მისი ოჯახის წევრებს, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, სთავაზობს მიიღონ კონკურსში მონაწილეობა და ღირსეულად დასაქმდნენ თვითმმართველობაში. მისმა ოჯახმა ქუთაისის ბიუჯეტიდან 20 ათას ლარზე მეტი მიიღო",- განაცხდა ჯავახიამ. მანვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მარინა დახუნდარიძეს ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ მთავარი სპეციალისტის ადგილს შესთავაზებენ. ამ პოზიციაზე მას რეკომენდაცია მრავალშვილიანი დედების ახლადარჩეულმა წარმომადგენელმა ეკატერინე გამყრელიძემ გაუწია.
„ეკატერინე გამყრელიძემ
რეკომენდაცია გაუწია მრავალშვიილიან დედას, მარინა დახუნდარიძეს, რომელიმე დაწესებულებაში დასაქმებულიყო. ქალაქის მერიის
გადაწყვეტილებით, ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ მთავარი სპეცილაისტის თანამდებობას ვთავაზობთ
მას,“- განაცხადა ზვიად ჯავახიამ
მარინა დახუნდარიძე ჯავახიას განცხადებას არ ენდობა, თუმცა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ის შემოთავაზებულ სამსახურს დათანხმდება.
„მერმა მომატყუა და ჯავახიას როგორ ვენდო. ჯერჯერობით
არავითარი შემოთავაზება არ მიმიღია. სამსახურზე
უარს არ ვიტყვი და დავთანხმდები, თუ ხელფასი იგევე მექნება, რაც ადრე მქონდა (550 ლარი)“,-
განაცხადა მარინა დახუნდარიძემ.
იგი დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას აპირებს.
ავტორი: ანა ჯიქია