|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის თვითმმართველობაში ქვოტების გამო ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებებს

"Newpress.ge"-გასულ  მასალას  ნატო ქათამაძე: "რა საჭირო იყო ტესტირება, თუ შედეგებს არ ითვალისწინებდნენ",   არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" გამოეხმაურა. ორგანიზაციის მიერ "Newpress.ge"-სათვის მოწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" კონკურსის გამჭირვალეობის ხარისხს და ატესტაციის მესამე კომპონენტის - გასაუბრების აუცილებლობას თავიდანვე ეჭვქვეშ აყენებდა და საზოგადოებას კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაციას პერმანენტულად აწვდიდა,  რის გამოც კომისიის თავმჯდომარე,  დავით დვალი მათ არასერიოზულობაში  ადანაშაულებდა."ორგანიზაციამ  "ევროპა ჩვენი სახლია", მიღებული ქულების შესახებ საჯარო ინფორმაცია ტესტირების დასრულებისთანავე გამოითხოვა, რათა უკეთესი შედეგის მქონე კონკურსანტი გასაუბრების კომპონენტის საეჭვოობის და კომისიის რესპექტაბელურობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით კონკურსიდან მოხსნისგან დაეზღვია, მერიამ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა ინფორმაციის კონფიდენციალურობის გამო, რაც ცალსახა კანონდარღვევაა და იმთავითვე ნათელს ხდიდა კომისიის მზაკვრულ ჩანაფიქრს", -ნათქვამია განცხადებაში.

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლები კოალიციის შემადგენლობაში ქვოტების გამო ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებენ:  "დღეს,  უკვე კონკურსის ობიექტურობის ხარისხი, ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" კოალიციის "რესპუბლიკელმა" წარმომადგენელმა, ნატო ქათამაძემაც დაიწუნა, რომელიც ამავდროულად პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობას ითავსებსახლა,  როცა კითხვები კოალიციაშიც ჩნდება,  ნათელია, რომ საკრებულოს შიგნით არსებული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები ამ კონკურსმა ერთნაირად ვერ დააკმაყოფილა,  მათთვის გამოყოფილი კვოტირებების შედეგად დანიშნულთა რაოდენობებმა ინტერესთა ჯგუფებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია. სამწუხაროდ, აქ პროფესიონალიზმი მთავარი კრიტერიუმი არ აღმოჩნდა და არაკომპეტენტურად ჩატარებული კონკურსი აუცილებლად მოახდენს გავლენას სამსახურების გამართულად ფუნქციონირებაზე, შედეგებიც ქალაქზე მალე აისახება. პასუხისმგებლობას ამ ფარსზე ბატონები, დავით  დვალი და  შოთა მურღულია ვერსად გაექცევიან. ", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

 

ავტორი: ნიუპრესი