სახანძრო-სამაშველო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე გადადის
საკრებულოს რიგგარესე მე-10 სხდომაზე განსახილველად
9 საკითხი იყო წარმოდგენილი. დღევანდელი სხდომის ძირითად საკითხს სახანძრო - სამაშველო სამსახურების რეორგანიზაციის
თემა წარმოადგენდა. სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა შემაჯამებელი განცხადება გააკეთა.
„მოგეხსენებათ სახანძრო - სამაშველო სამსახური გადადის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე, შესაბამისად
ქონება, ინვენტარი, რაც მანამდე თვითმმართელობაში იყო უნდა გადაყვეს მათ, რათა ეფექტურად
იმუშაონ“,- განაცხადა დავით დვალმა.
საკრებულომ წარმოდგენილი 9 საკითხი დაამტკიცა. სხდომას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ ესწრებოდნენ.
ავტორი: ანა ჯიქია