ნატო ქათამაძე: "საკრებულოს თავმჯდომარემ მიკროფონი სამარცხვინოდ გათიშა"
საკრებულოს “რესპუბლიკელ” წევრს სხდომაზე მიკროფონი გაუთიშეს. სხდომის დაწყებისას ნატო ქათამაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადების
გაკეთების ნებართვა სთხოვა, რაზეც დვალმა უპასუხა, რომ სიტყვას სხდომის დასრულების შემდეგ მისცემდა
და მიკროფონი გათიშა.
როგორც ნატო ქათამაძემ აღნიშნა, სხდომის დასაწყისში მას საშვთა ბიუროს მუშაობის რეჟიმთან დაკავშირებით სურდა განცხადების გაკეთება. „რაზეც მიმდოდა დამეფიქსირებია ჩემი პოზიცია იყო ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იცდიდა გარეთ, უდოდათ საშვების აღება. ბუნებრივია, მათ სურდათ სხდომაზე დასწრება და ამის უფლებაც ჰქონდათ, მაგრამ ეს უფლება მათ ვიღაცამ წაართვათ. მე ჩავედი და ვუთხარი მათ, რომ კიდევ ერთხელ ვითხოვდი მათთვის საშვების დაშვებას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიკროფონი სამარცხვინოდ გათიშა".
მომხდარზე საკრებულოს თავმჯდომარემ კომენტარი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „მე ვალდებული ვარ დავიცვა რეგლამენტი, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც ჩვენს მიერაა შემუშავებული. რადგან ჩვენ კანონმორჩილი ადამიანები ვართ, ვერ მივცემთ საკრებულოს სხვა წევრებს რეგლამენტის დარღვევის უფლებას. სხდომის დარბაზი გადაჭედილი იყო და ასეთ შემთხვევაში ვინც ვერ ახერხებს შემოსვლას, მათ შეუძლიათ სხდომის მიმდიმარეობას პირდაპირი ტრანსლირებით ადევნონ თვალი,“- განაცხადა დავით დვალმა.
ავტორი: ანა ჯიქია