ნატო ქათამაძე ხელმოწერების შეგროვებას ხვალიდან დაიწყებს
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დროის საკმაო ნაწილი „რესპუბლიკელი“ დეპუტატისა და ქალაქის მერის დავას დაეთმო. კამათი „რესპუბლიკელი“ დეპუტატის, ნატო ქათამაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მისი თქმით, 2015 წლის ბიუჯეტში საკრებულომ მდინარე ოღასყურის კალაპოტის რეაბილიტაცია არ გაითვალისწინა: „ მე დავსვი ოღასყურის რეაბილიტაციის საკითხი, როგორც კი მაჟორიტარი გავხდი, მოვითხოვე ამ პრობლემის მოგვარება და ის მოწონებულ თემებს შორის მოხვდა. ეს მთლიანად ქალაქის პრობლემაა. რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქალაქისათვის 15 მლნ გამოყოფილი და ვფიქრობდი, ეს უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. როცა ერთ მუნიციპალიტეტს აძლევენ 5 მლნ ნახევარს ლარს, მეორეს 2 მლნ ნახევარს, გამარჯვების ოლქს აძლევენ 238 ათასს, ეს არის სამარცხვინო“,- განაცხადა გამარჯვების მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ.
ნატო ქათამაძის განცხადებას ქალაქის მერი გამოეხმაურა, მისი თქმით, შესაძლებელია მდინარის კალაპოტის გაწმენდა მოხდეს. „ვგემავთ, რომ ადგილობრივი ძალებით გავწმინდოთ არხი. რაც შეეხება 2 მილიონს, რომელზედაც საუბრობდა მაჟორიტარი, უფრო მსხვილი ობიექტი იქნა შერჩეული, ესაა, გელათის ქუჩა, რომელიც პრაქტიკულად ცენტრალური გზაა. როგორც კი გამოჩნდება თანხები, ამასაც გავაკეთებთ, ბუნებრივია, ყველაფერი ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება, მაგრამ იმ დონეზე მაინც მივიყვანთ, რომ სამუშაობის რაღაც ნაწილი დავიწყოთ“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.
გამარჯვების მაჟორიტარი
დეპუტატი ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ის არხის გაწმენდის თხოვნით რეგიონული განვითარების სამინისტროს მივმართავს.
ავტორი: ანა ჯიქია