სამართალდამცავებმა ძმები კუაშების ლიკვიდაცია მოახდინეს
ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშები ქალაქ დამარტენ-ან-გოელში შტურმის დროს დაიღუპნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, თამბაქოს ქარხანაზე, სადაც 2 ტერორისტი, ძმები კოაშები, მძევლებთან ერთად იმყოფებიან, სპეცრაზმელებმა იერიში მიიტანეს. ფრანგული მედიის ცნობით, ლიკვიდირებულია ის თავმდამსხმელიც, რომელმაც ებრაულ სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა. ფრანგული სამართალდამცავების ცნობით, ძმები კოაშები და ამედი კოლიბალი ერთი და იგივე ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები არიან. პარალელურად სპეცოპერაცია პარიზის ცენტრში მიმდინარეობდა, სადაც სუპერმარკეტში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა და ძმები კოაშების გათავისუფლებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, 7 იანვარს პარიზში, ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან გამოცემის მმთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი. დაიღუპა ორი პოლიციელი.
ავტორი: ნიუპრესი