|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საცალო ქსელში საწვავი კიდევ იაფდება

ნავთობპროდუქტების მსხვილმა იმპორტიორებმა საცალო ქსელში საწვავის ფასები შეამცირეს.

დღეიდან „ვისოლი“ ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასს კიდევ 5-7 თეთრით ამცირებს. "გალფის" ქსელში საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები 4-7 თეთრით შემცირდა. 5-6 თეთრით შემცირდა საწვავის ფასები სოკარის ქსელში.

ფასები შემცირდა „ლუკოილის“ საცალო ქსელშიც. კომპანიამ ფასები 5 თეთრი დაუკლო ყველა ტიპის საწვავზე, ევრო სუპერის ფასი კი 7 თეთრით შემცირდა.

როგორც კომპანიები აცხადებენ, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების გაიაფების მიხედვით, გრძელდება ფასების შემცირება ადგილობრივ ბაზარზეც. 
პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა.

ცნობისთვის, 8 იანვრის მონაცემებით ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე ნავთობი კიდევ უფრო გაუფასურდა და ბარელის ღირებულებამ 47,96 დოლარი შეადგინა, ლონდონის ბირჟაზე კი ბარელის ფასი 50,96 დოლარამდე დაეცა, რაც ბოლო 6 წლის მინიმუმად შეიძლება ჩაითვალოს.

ავტორი: ნიუპრესი