საფრანგეთში ვითარება კვლავ არასტაბილური რჩება
საფრანგეთში
განვითარებული სამდღიან დრამას 17
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
4 პირი გუშინ სუპერმარკეტზე
განხორციელებული შტურმის შედეგად დაიღუპა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია
19 ადამიანი, რომელთაგან
ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.
ადგილობრივი
პოლიციის განცხადებით, 11 ადამიანი ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული
ტერაქტის შედეგად დაიჭრა, 7 ადამიანი
კი, რომელთაგან
სამი სამართალდამცავია,
9 იანვარს პარიზის აღმოსავლეთით დაშავდა.
პოლიცია
ამ დრომდე ეძებს ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი თავდამსხმელის ამედი კულიბელის თანამზრახველ ქალს ჰაიამ ბუმედინს. პოლიციამ
16 ადამიანი უკვე დააკავა, როლებიც იკითხებიან. ჟურნალზე თავდასხმაში მონაწილეობა უკვე
დაადასტურა "ალ ქაიდამ", რომელიც საფრანგეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება. ინფორმაციას
ამის
შესახებ
"სქაი
ნიუსი"
ავრცელებს.
"თქვენთვისვე
უმჯობესია
მუსლიმთა
წინააღმდეგ
აგრესია
შეწყვიტოთ, რათა
უსაფრთხოდ
იცხოვროთ",
- აცხადებს
"ალ
ქაიდას"
ერთ-ერთი ლიდერი,
ჰარით
ალ
ნადარი
ინტერნეტში
გავრცელებულ
ვიდეოში.
საფრანგეთში ამ დროისათვის ვითარება განმუხტულია, თუმცა სიტუაცია კვლავ არასტაბილური
რჩება.
ავტორი: ნიუპრესი