|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთიანობის მიტინგს, პარიზში, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება

პარიზში, კვირას ევროპელი ლიდერების მონაწილეობით დაგეგმილ ერთიანობის მხარდასაჭერ მიტინგს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი პარიზს ხვალ ეწვევა და საქართველოს სახელით ფრანგ ხალხს პირადად მიუსამძიმრებს.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში, სოლიდარობის აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო- გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერი მარიანო რახოი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვა ქვეყნის პირველი პირები. 
პარიზის აქციაზე 1 მილიონამდე ადამიანს ელოდებიან.

საქართველოს პრემიერმინისტრი  მიიჩნევს, რომ  რაც მოხდა,  დიდი ტრაგედია არის არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ზოგადად, მთელი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს პრობლემა და მას ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა სჭირდება. საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს, სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.

ავტორი: ნიუპრესი