|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარიზი ერთიანობის მარშისთვის ემზადება

პარიზი ერთიანობის მარშისთვის ემზადება. „არა ტერორიზმს“ ამ ლოზუნგით პარიზში ხვალ ათასობით ადამიანი შეიკრიბება.  მსვლელობაში მონაწილეობას ევროპული ქვეყნების ლიდერებიც მიიღებენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, იტალიის, ბელგიის და ესპანეთის  პრემიერ-მინისტრებთან ერთად მსვლელობაში  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.  ფრანგ ხალხს ერთიანობისკენ საგანგებო მიმართვაში  ფრანსუა ოლანდმაც მოუწოდა.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახებს. როდესაც ქვეყანა ასეთი ვითარების წინაშე დგება, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. მინდა პატივისცემა გამოვხატო იმ სამართალდამცავების მიმართ, ჩვენ მათით ვამაყობთ. მათ ყველაფერი გააკეთეს ადამიანების გადასარჩენად და ტერორისტების გასანადგურებლად, მაგრამ საფრთხე არ ამოწურულა და მინდა სიფხიზლისკენ მოგიწოდოთ. ტერორისტებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს არავითარი კავშირი არ აქვთ ისლამთან. ნებისმიერ თავდასხმას უნდა გავუმკლავდეთ არა მარტო ძალით, არამედ სოლიდარობითაც“,– განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

საფრანგეთს მხარდაჭერას მსოფლიო ლიდერები უცხადებენ. პარიზში ერთიანობის მარშს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც შეუერთდება.

ავტორი: ნიუპრესი