ქუთაისელი მოსწავლეები ყაზახეთში, საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ
ქუთაისელი მოსწავლეები ყაზახეთში, საერთაშორისო ოლიომპიადაში მონაწილობას მიიღეებენ. ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკაში და ინფორმატიკაში ტარდება. საერთაშორისო ტურნირის გამართვამდე მოსწავლეებმა შესარჩევი ტურები გაიარეს. ყაზახეთში ქუთაისის 41-ე სკოლის 7 მოსწავლე გაემგზავრება. 3 მათემატიკის, 2 ინფორმატიკის და 2 ფიზიკის ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. დღეს ქალაქის მერი შოთა მურღულია მოსწავლეებს შეხვდა. მისი თქმით, მოსწავლეების მგზავრობას ქალაქის მერია დააფინანსებს: "საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრებიან ჩვენი მოსწავლეები. ეს უკვე მეოთხედ ხდება. ქალაქმა ხელი შეუწყო მათ და დააფინანსა მათი მგზავრობის ხარჯები. მიხარია, რომ ისინი წარმატებულები არიან. განთლების სფეროში დახარჟული თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია",- აღნიშნა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
ქუთაისელი მოწავლეები ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადაზე, ყაზახეთში ერთი კვირით გაემგზავრებიან. ოლიმპიადა ტრადიციულია და წელს მეთერთმეტედ ტარდება. მასში მოანწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე მოსწავლე მიიღებს.
ავტორი: ანა ჯიქია