ტყიბულში დაკავებული ოთხი პირიდან ერთი გაანთავისუფლეს
ნარკოლოგიური შემოწმებისთვის ტყიბულში დაკავებული ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთი გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენი სამის მიმართ საქმის წარმოება გრძელდება.
როგორც შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ტატო კუჭავამ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, ამ წუთებში დარჩენილი სამი პიროვნების მიმართ ადმინისტრაციული აქტის წარმოება მიმდინარეობს. ორ მათგანს დაუდასტურდა ნარკოლოგიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, ხოლო იმ პირის მიმართ, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, საქმე პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით მიმდინარეობს",-აღნიშნა კუჭავამ.
შეგახსენებთ, ტყიბულის განყოფილებაში ნარკოტესტირებისათვის 4 პირი გადაიყვანეს, რომელთაგანაც ერთმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, მან კარადის მინა ჩაამსხვრია, რის შემდეგაც მუცლის არეში სამი ჭრილობა მიიყენა. აღნიშნულ პირს ნარკოლოგიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდასტურდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა