აიკრძალება თუ არა ქართული ენის სწავლება გალში?
ოკუპირებულ ზონაში ქართული ენის შესაძლო აკრძალვის საკითხს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, აფხაზეთში ქართული ენის აკრძალვის ფაქტი არ დასტურდება. თამარ სანიკიძე ამბობს, რომ დაუკავშირდნენ რესურსცენტრს, პედაგოგებს და მათ აღნიშნული არ დაადასტურეს.
"ამ სახით, რომ სექტემბრიდან აიკრძალება ქართული ენის სწავლება გალის სკოლებში, არ დასტურდება, თუმცა მზად უნდა ვიყოთ ყოველთვის, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება დადგეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ კანონიერად და იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც გაგვაჩნია მოსალაპარაკებლად, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
ავტორი: ანა ჯიქია