ნიკო ფიროსმანიშვილის ნახატებს ქუთაისში გამოფენენ
15 აპრილს, 16 საათზე, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ფიროსმანის სურათების გამოფენა გაიხსნება. მხატვრის ეს ნამუშევრები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. 15 მარტიდან – 7 აპრილამდე კი თბილისში ხელოვნების სასახლეში იყო გამოფენილი. 8 აპრილს ექსპონატები ქუთაისში ჩამოიტანეს. აქ ფიროსმანის ნამუშევრები პირველად გამოიფინება. ფიროსმანის სურათებთან ერთად, წარმოდგენილია პაბლო პიკასოს "ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი” და ფიროსმანის გამოფენათა ამსახველი აფიშები. გამოფენა - "ფიროსმანი" მირზაანის მუზეუმის კოლექციიდან – ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 30 აპრილამდე გასტანს.
ავტორი: ანა ჯიქია