|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააღდგომოდ პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 78 მსჯავრდებული შეიწყალა.
მათგან 57 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. 21 მსჯავრდებულ სასჯელი სხვადასხვა ოდენობით შემცირდებაზოგს გაუნახევრდება, ზოგს კი სასჯელის ერთი მესამედი მოაკლდება. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ქორიძის თქმით, შეწყალების კომისიამ სულ 460 საქმე განიხილა.
პრეზიდენტის დღევანდელი აქტით შეწყალებულთა შორის ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, ასევე უვადო პატიმრობამისჯილი პირები არ არიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა