ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისში 1991 წელს დაბადებული
გიორგი ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა
გიორგი ხ-ს აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სარდაფის ჩხრეკისას მაყუჩიანი
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „სკორპიონ ვე-ზე-61“, „ჩე-ზე 75 პე 07“-ის მოდელის 2
პისტოლეტი და 70 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი
და საბრძოლო მასალა სროლისათვის ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი
იარაღის მართლსაწინაარმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ავტორი: ნიუპრესი