საგაზაფხულო სამუშაოებისთვის იმერეთს 56 ერთეული ტექნიკა დაემატება
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხვნა-თესვის სამუშაოების განსახორციელებლად დასავლეთ საქართველოს დამატებით 83 ერთეული ტექნიკა გადაეცემა. შპს
„მექანიზატორი“ ტექნიკას
იმერეთსა და სამეგრელოში დღეიდან შეიყვანს.
იმერეთში 56 ტრაქტორი შევა. სამტრედია, გომი
(6), ნაბაკევი (5), ვანი (5), ზეინდარი (5), წყალტუბო, მაღლაკი (8), ფარცხანაყანები (9), ხონი,
დედალაური (8), ჭიათურა (5), კაცხი,
ტყიბული, ხრესილი (5).
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციითთ, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხვნის სამუშაოები აგროვადების დაცვით მიმდინარეობს. პროგრამის ბენეფიციარი წელს 800 ათასი მცირე
ფერმერია და 14 აპრილის მდგომარეობით, 39 000 ჰა მიწის
ფართობია დამუშავებული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი