|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქამრების შემოჭერით“ დაზოგილი თანხა ამბულატორიებს მოხმარდება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქამრებით შემოჭერით“ დაზოგილ  300 000 ლარს, მისი  უწყება სასწრაფო სამედიცინო დახმარებ და სოფლის ამბულატორიებმშენებლობისთვის გამოიყენებს.

"სოფლის ამბულატორიებთან დაკავშირებით, მოცემულობა გვქონდა ასეთი: 2013 წლის ზაფხულში ჩვენ შევხვდით 60-ივე რაიონის გამგებელს და ვთხოვეთ, რომ თითო რაიონში თითო ყველაზე ცხელი წერტილი მოეცათ, სადაც ყველაზე მეტად უჭირდათ. ამ გზით დავაკომპლექტეთ 60 ამბულატორია. ამას დავუმატეთ პრიორიტეტები. მაშინ პრიორიტეტები იყო კონფლიქტის პირა ადგილები, სადაც დავამატეთ თავიდან 19, საბოლოო ჯამში კი 22-მდე ავედით. ამ მეთოდოლოგიით გამოგვივიდა 82 ამბულატორია. ეს იყო პირველი „მაშველი ჩასუნთქვა“ სანამ დავიწყებდით დიდ პროექტს. 

ახლა დადგა უკვე ახალი ეტაპი, რაც გამოიხატება შემდეგში: ბოლო ერთ წლის განმავლობაში ჩვენ ვთხოვეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და მათგან მოგვდის სისტემატიურად ინფორმაცია იმის შესახებ, სად არის  მეორე რიგი ცხელი წერტილებისა. ახლა ვაკეთებთ ამის ობიექტურ შეჯამებას, რადგან მოწოდებულ ინფორმაციას სერიოზული ფილტრაცია დაჭირდა. მეორე ტალღა იქნება  აღჭურვის პროგრამა, რომელსაც სწორედ დაზოგილი თანხიდან განვახორციელებთ.  რასაც მე უყურებ, სადღაც 300 000 ლარის  ფარგლებში გამოვა, შეიძლება მეტიც. აი ამას გადავანაწილებთ სოფლის ამბულატორიებზე და რაღაც ნაწილი დარჩება სასწრაფოებისთვის იმ რეგიონებში, სადაც არის სეზონური მერყეობა. მაგალითად ზაფხულში ზღვისპირა კურორტებზე, ზამთარში მაღალმთიან კურორტებზე.  ასე ვთქვათ, მეორე შევსებას გავაკეთებთ აი ამ გზით." - განაცხადა დავით სერგეენკომ.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა