ქუთაისის მერია კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესაძენად 20. 094 ლარს იხდის
ქუთაისის მერია სხვადასხვა
დასახელების
კომპიუტერული
ტექნიკისა
და
აქსესუარების
შესყიდვისთვის ტენდერს აცხადებს. სატენდერო
წინადადების ღირებულება 20. 094 00 ლარია.
კომპიუტერების შეძენა
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყობის განყოფილებისთვის
ხდება.
მიმწოდებელი ვალდებულია
კომპიუტერული
ტექნიკისა
და
აქსესუარების
მიწოდება
განახორციელოს
საკუთარი
ხარჯებით,
ეტაპობრივად,
მოთხოვნიდან
3კალენდარული
დღის
განმავლობაში,
ხელშეკრულების
დადებიდან
2015 წლის
31 დეკემბრის
ჩათვლით.
მიწოდებულ
კომპიუტერულ
ტექნიკას
უნდა
გააჩნდეს
სტანდარტიზაციის
საერთაშორისო
ორგანიზაციის
ISO სერტიფიკატი,
რისი
დამამტკიცებელი
შესაბამისი
ინგლისურენოვანი
ან
ქართულ
ენაზე
ოფიციალური
ნათარგმნი
დოკუმენტი
უნდა
დაერთოს
,,მიმწოდებლის“
სატენდერო
წინადადებას.
შეგახსენებთ, რომ მერიის მიერ ახალი კომპიუტერების შეძენის
შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ პოლიტიკოსთა ნაწილის და საზოგადეობის უკმაყოფილება
გამოიწვია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი