„შავფაროსნები“ და „ჩვენებურები“ რომში მიემგზავრებიან
ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ და ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურები“ რომში მიემგზავრებიან. ისინი მარსის მოედანზე გასამართ საჩვენებელ გამოსვლაში მიიღებენ მონაწილეობას. "შავფაროსნები" წელს Natale di Roma-ში მეოთხედ მონაწილეობენ. ფესტივალის დროს პიაცა ვენეციას და კოლიზეუმის გავლით, რომის ისტორიული ქუჩები დაიკეტება და კოსტუმირებული აღლუმი გაიმართება. გასულ წელს „შავფაროსნების“ გამოსვლა ერთ-ერთმა წამყვანმა იტალიურმა ტელე არხმა პირდაპირ ეთერში სრულად აჩვენა. „ჩვენებურები“ და „შავფაროსნები“ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, იარაღებს, ქართულ სამოსს, ასევე ცეკვას და სიმღერას წარადგენენ.
პროექტს მხარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია უჭერს.
ავტორი: ანა ჯიქია