"სიტყვები ფრენენ, ნაწერი რჩება" - ქუთაისში აქცია ,,წიგნის მცველი" დაიწყო
წიგნების საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით აქცია ,,წიგნის მცველი“ დაიწყო. აქციის მონაწილე სოციალურ ქსელში ათავსებს ერთ ფოტოს წიგნთან ერთად და ხდება მისი ფავორიტი წიგნის "მცველი", ამბავი რეი ბრედბერის რომანის "451 ფარენჰეიტის" მიხედვით ხდება, სადაც წიგნების გადასარჩენად პერსონაჟები ხდებიან წიგნების მცველები.
ახალგაზრდული ცენტრი დირექტორი ნატალი პატარიძე ,,ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული აქცია წიგნების პოპულარიზაციის მიზნთ გაკეთდა. ,,23 აპრილთან დაკავშირებით ახალგაზრდულმა ცენტრმა დაიწყო აქცია ,,წიგნის მცველი“, რომლის მთავარი მიზანი წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციაა“,- განაცხადა პატარიძემ.
აქციას პირველი მიმდევრებიც გამოუჩნდნენ, ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილია. ,,მივესალმები აღნიშნულ აქციას, რომელშიც ფრიად ორიგინალური გზით მომიწია ჩართვა. მე ბრაზილიელი მწერლის ჟორჟ ამადუს რომანი "დონა ფლო და მისი ორი ქმარი" დავიცავი, რომელსაც ჩემი ცხოვრების ანარეკლი სდევს თან“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
,,წიგნის მცველი“ 23 აპრილს თბილისსა და
ქუთაისში გრანდიოზული აქციით დასრულდება, სადაც ყველა წიგნის მცველი თავის რჩეულ
წიგნს მოიტანს და მათი გამოფენა მოეწყობა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე