შაორის ტბაზე 200 000 დოლარის ინვესტიცია ხორციელდება
გავრცელებული ინფორმაციით, შაორის ტბაზე მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი თამაზ ჯანელიძე სასტუმროს აშენებს. ინფორმაციის თანახმად, მშენებლობა მაისის თვეში დაიწყება.
ამბროლაურის მერის, რატი ნამგალაძის ინფორმაციით, სასტუმრო ოჯახური ტიპის იქნება. შენობის პირველ სართულზე სწრაფი კვების ობიექტი, მეორეზე კი 5-6 ნომერი განთავსდება. მისივე თქმით, სასტუმრო 2000 კვ.მ-ზე იქნება განლაგებული, პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი დაახლოებით 150-200 ათასი დოლარია.
გასულ წელს შაორის ტბაზე წყალსადენის
გასაყვანად 64 000 ლარი დაიხრჯა, წელს კი აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტრო ენერგიის
მისაყვანად ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი.
შეგახსენებთ, შაორის ტბის განვითარების პროექტი 2008 წელს შემუშავდა და მასზე 30 ათასი ლარი დაიხარჯა. პროექტი კურორტის შექმნას ითვალისწინებდა სამი სათხილამურო ფერდობითა და გასართობი ატრაქციონებით.
წყარო: commersant.ge
ავტორი: გიგა გელხვიიძე