|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამოვთხრი თუროშვილების მიცვალებულს და სახლთან დავუსვენებ" -ინეზა კაზმაჩოვა

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ინეზა კაზმაჩოვამ ბრიფინგი გამართა.  მისი თქმით, ოჯახის საკუთრებაში არსებული სასაფლაო თუროშვილებმა მიითვისეს და ახლა მისი მეუღლის მშობლების სასაფლაოზე სხვა ადამიანია დაკრძალული.  კაჩმაზოვა აცხადებს, რომ სასაფლაო 1988 წლიდან მისი ოჯახის საკუთრებაშია, სადაც 1988 წელს დაკრძალეს მამამთილი, ხოლო 2003 წელს დედამთილი.  

 საწინააღმდეგოს ირწმუნება თუროშვილების ოჯახი. მათი მტკიცებით,   სასაფლაო 1992 წელს იყიდეს. აღნიშნული დავა  ქუთაისის სასამართლომ  განიხილა და 2014 წლის 24 მარტს  განაჩენი თულოშვილების  სასარგებლოდ გამოიტანა. კაჩმაზოვა სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოსამართლე ჩუბინიძემ  დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა  თანხის არ ქონის გამო სასამართლო დავის გაგრძელებას ვერ ახერხებს.  "თუროშვილებს სასაფლაო უკანონოდ გადასცეს საკუთრებაში. თუ 1992 წელს  თურაშვილებმა იყიდეს სასაფლაო, რატომ მოგვცეს უფლება, რომ ჩემი დედამთილი 2003 წელს  დაგვესაფლავებინა აღნიშნულ ადგილზე. ჩემი მეუღლე ამ ამბებს შეეწირა", -აცხადებს ინეზა კაზმაჩოვა და  ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. "თუ არ დადგინდება სიმართლე, მოვთხრი თულოშვილების  მიცვალებულს   და ჩემს მეუღლეს დავასაფლავებ მის მშობლებთან"-აღნიშნა კაზმაჩოვმა.

ინეზა კაჩმაზოვას თანადგომას უცხადებს  არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივიც ინტერესების დაცვის ცენტრი" დირექტორი სულხან ქობულაძე. მისი თქმით, "სისხლის სამართლის  პასუხისგებაში უნდა  მიეცცეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის  სარიტუალო მომსახურების  ყოფილი მართველი ზვიად ბეშკენაძე.  ასევე მესაფლავეები, რომლებსაც "არ ახსოვდათ", სად დაასაფლავეს მიცვალებულები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი დაკრძალვის დოკუმენტზე და ამაში თანხა აქვთ აღებული"-განაცხადა სულხან ქობულაძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა