|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მუზეუმში ფიროსმანის ნახატები 30 აპრილამდე დარჩება

კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ნიკო  ფიროსმანაშილის სურათების გამოფენა მოეწყო. გამოფენას ორგანიზატორობას  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უწევს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აღნიშნავს, პროექტის  მიზანი მოსახლეობისთვის სამუზეუმო ექსპონანტების ჩვენება და შეყვარებაა.

„სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს მირზაანში ჩასვლას და ექსპონანტების დათვალიერებას. ამიტომ სააგენტომ გადაწყვიტა საქართველოს დიდ ქალაქებში ჩაიტანოს მუზეუმში დაცული ფიროსმანის ნახატები, რადგან ბევრმა ადამიანმა შეძლოს მათი ნახვა და შეყვარება“,-აღნიშნავს ნიკოლოზ ანთიძე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 16 მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალს აერთიანებს. ფიროსმანიშვილის ნახატების გამოფენა თავდაპირველად თბილისში მოეწყო, ქუთაისის შემდეგ კი ბათუმსა და წინანდალში გაიმართება.

დღეს ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ფიროსმანაშვილის ნახატებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებში გამართული გამოფენის ამსახველი აფიშები და პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული „ნიკო ფიროსმანიშვილის“ პორტრეტი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოფენა ქუთაისში 30 აპრილამდე დარჩება. ნახატების დათვალიერება ფასიანია, კატეგორიების მიხედვით  1-დან სამ ლარამდე ღირს.

                                                                                                                                  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა