ქუთაისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
პარტია „ თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია
ქუთაისის ადგილობრივი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
პარტიის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება
ქალაქის განვითარებისთვის არაფერს აკეთებს, რაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნისათვის
საკმარისი მიზეზია.
„სამწუხაროდ, ქუთაისის მერია ქალაქის კეთილდღეობისთვის
არაფერს აკეთებს. ამ წლების განმავლობაში არც ერთი პროექტი, არც ერთი გეგმა არ დაუწერიათ.
ქალაქი კვლავ უპერსპექტივოა. ამ ყველაფრის ფონზე კი მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა.
ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია, რიგით მოქალაქეებთან ერთად იწყებს ხელმოწერების შეგროვებას
და მოვითხოვთ ადგილობრივი მთავრობის გადადგომას. ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი მხოლოდ
დასვენებაზე ფიქრობს, ასეთი მთავრობის პირობებში
კი ქალაქი ვერ განვითარდება“,-განმარტავს გოგი წულაია.
წულაია ასევე აღნიშნავს, რომ ყოველ ხუთშაბათს მერიის
წინ საპროტესტო აქციას გამართავს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი