წყალწითელას პანსიონის ხანდაზმულებს სააღდგომო ნობათი გადასცეს
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსთან ერთად წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარის ხანდაზმულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მათ სააღდგომო ნობათი გადასცეს. ,,ხანდაზმულთა პანსიონატს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის ცდილობს ყურადღება მიაქციოს და შეძლებისდაგვარად გვერდით დაუდგეს აქ მცხოვრებ ადამინებს“,- განაცხადა შოთა მურღულიამ.
წყალწითელას პანსიონატში 86 ბენეფიციარი ცხოვრობს, მათ სტუმრების საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს.

ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა