ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართება
19 აპრილს ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერად ქუთაისში სოლიდარობის აქცია
გაიმართება. აქციის ადგილად მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა.
„ვისაც გული შეგტკივათ ასურელების ხოცვა-ჟლეტაზე, ბავშების მასიურ დახვრეტაზე,
ვინც განიცდით და არ არის სულერთი
"სხვაგან" რა ხდება.
ვინც თვლით,
რომ თითოეულმა უნდა გავაპროტესტოთ უდანაშაულო, მით უფრო ბავშვების მკვლელობა შევიკრიბოთ კვირას, 19 აპრილს,
მოედანზე მესხიშვილის თეატრთან. ეს ყველას გვეხება!“-ნათქვამია მიმართავში, რომელიც
სოციალურ ქსელში გავრცელდა.
აქცია 15.00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა