|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შედგება თუ არა ქუთაისში პარკირების ადგილებზე გამოცხადებული აუქციონი?

ქუთაისში პარკირების ადგილებზე  ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს. მიუხედავად მრავალი დაინტერესებული მხარისა, ბიჯი ამ დრომდე დაფიქსირებული არ არის, თუმცა აუქციონის დასრულდებმადე სამი დღეა დარჩენილი.

მერიამ პარკირებისთვის განსაზღვრულ 274 ადგილზე აუქციონი 3 აპრილს განმეორებით გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც ამჯერად 660 000 ლარს შეადგენს.

შეგახსნებთ, რომ ქუთაისის ადგილობრივმა  ხელისუფლებამ აუქციონი წლის დასაწყისშიც გამოაცხადა,  თუმცა მაშინ ერთ ლოტად გამოცხადებული 700 000 ლარიანი აუქციონი ჩაიშალა. ჩაშლის მიზეზად საკრებულოს “ნაციონალი დეპუტატები“ მაღალ ფასს ასახელებდნენ. მათი განცხადებით, დასახელებული თანხა  ქუთაისის პირობებისათვის არარეალურია.

განმეორებით გამოცხადებული აუქციონის ავად  20 აპრილს სრულდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა