უბედური შემთხვევა, თუ მკვლელობა- რა მოხდა ზესტაფონში?
მსხვერპლით დასრულდა 14 აპრილს ზეტაფონში მომხდარი შელაპარაკება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს შელაპარაკება მეზობლებთან მოუვიდა, რომლებიც ამინისტირებული პატიმრები არიან. ძმებმა ისე სცემეს ახალგაზრდა, რის შემდგომაც მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, პოლიცია ფაქტის გახმაურებას ერიდება და მის მიმალვას ცდილობს. აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზესტაფონის ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპრესი“
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, მოკვლევის შედეგად
ცემის ფაქტი არ დასტურდება.
,,ამ თემაზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ცემის ფაქტი არ დასტურდება" - განაცხადა ტატო კუჭავამ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე