ქუთაისის მერიამ პროექტი „გენდერული განათლება სკოლამდელ დაწესებულებებში“ დააფინანსა
კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმი“ პროექტის ფარგლებში „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“-მორიგი შეხვედრა გამართა. ფონდის წარმომადგენლებმა განხორცილებულ სამუშაოებსა და სოციოლოგიურ კვლევებზე ანგარიში წარადგინეს.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ქალთა მონაწილეობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ფონდის ინიციატივით, წელს პირველად დაიგეგმა გენდერული ბიუჯეტი. ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული პროექტი „გენდერული განათლება სკოლამდელ დაწესებულებებში“ მერიამ დააფინანსა, რის ფარგლებშიც საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან, აღმზრდელებთან, მეთოდისტებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი