რა ქონებას ფლობს წყალტუბოს გამგებელი?
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. შემდეგი საჯარო მოხელე, რომლის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილია.
მამისეიშვილმა დეკლარაცია 2014 წელს შეავსო, რომლის მიხედვითაც მისი ქონებრივი მდგომარეობა ასე გამოიყურება: მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA VITZ 2005 წლის გამოშვება, აღნიშნული დეკლარაციიდან ვგებულობთ, რომ მამისეიშვილის შ.პ.ს. დავით 98 - ის დამფუძნებელია, რომელიც მან 2008 წელს დააფუძნა და მისი სამეწარმეო
საქმიანობაში
მონაწილეობის დროის
მონაკვეთი უვადოა, შ.პ.ს. - დან მისი წლიური შემოსავალი 13416.00 ლარია.
ამავე დეკლარაციის მიხედვით ვიგებთ, რომ მამისეიშვილს გარდა იმისა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
ანალიზისა და მონოტორინგის
სამმართველოს ანალიზის განყოფილების
გ.მ.ს. ინსპექტორის ადგილი უჭირავს, სადაც მისი წლიური შემოსავალი 11228.00 ლარია.
მამისეიშვილის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის წლიურად 20863.00 ლარი ერიცხება, რაც თვის განმავლობაში დაახლოებით 1739 ლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც არ სარგებლობს ხელფასის უმაღლესი 2600 ლარიანი ზღვარით.
დეკლარაციის მიხედვით, მამისეიშვილს 2011 წელს ბანკ ,,რესპუბლიკადან" 10 000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს აღებული, რომელიც მან 2018 წლის დასაწყისში უნდა დაფაროს.
მამისეიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერია ნასხენები მისი საცხოვრებლის შესახებ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა