თერჯოლაში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დავა გრძელდება
თერჯოლის მუნიციპალიტეტში იეჰოვას მოწმეების მიერ დარბაზის აშენება კვლავ დავის საგანი ხდება. გასულ წელს რაიონში დაწყებული მშენებლობის გამო მოსახლეობამ გზა გადაკეტა და იეჰოვას მოწმეებს მშენებლობის შეჩერება მოსთხოვა. ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევით მშენებლობა გარკვეული პერიოდით შეჩერდა.
დღეს კი აღნიშნულ საკითხზე თერჯოლის მოსახლეობის ნაწილმა ქუთაისში შეხვედრა გამართა. მათი თქმით, სამომავლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად მხარეები ქმედით ნაბიჯებზე უნდა გადავიდნენ. შეხვედრის მონაწილეები სამთავრობო და სასულიერო პირებს მშვიდობიანი დიალოგის ხარჯზე, მოსახლეობას შორის არსებული პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ..
შუალედური გადაწყვეტილების მიღების ან ალტერნატიული
გამოსავლის პოვნის მიზნით 26 აპრილს 16:00 საათზე თერჯოლის მუნიციპალურ დარბაზში სახალხო შეკრება გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი