|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღებას დეპუტატები აფასებენ

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღებას პარლამენტართა არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობააღნიშნულს მიკერძოებული სასამართლო სისტემით ხსნიან.  მმართველ გუნდში იმავეს ფაქტს ახალ რეგულაციებს უკავშირებენ, რაც საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან არის დაკავშირებული. ,,ადეიშვილზე ძებნის გამოცხადების შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ ის გამართლდა, მის მიმართ კვლავ არსებობს ბრალდებები რაც პროკურატურის მხრიდან არის წაყენებული და საქართველოს გარდა ვერცერთი სასამართლო მის მიმართ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“- აცხადებს ეკა ბესელია.

იმავე ფაქტზე განსხავებული შეხედულება აქვს აკაკი მინაშვილს. დეპუტატი მიიჩნევს რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სასამართლო მიკერძოებულია და შორს არის იმ სტანდარტებიდან, რაც თავისუფალ სასამართლო სისტემასთანაა დაკავშირებული.

პროკურატურის არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს პარლამენტის ფრაქციათავისუფალი დემოკრატებისწევრი შალვა შავგულიძე  და აცხადებს რომ პროკურატურა სუსტია და ბრალდების დასაბუთებას ვერ ახერხებს. 

ავტორი: ეკა შალამბერიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა