500 ქართული ოჯახი ასურელი ბავშვების მისაღებად მზადაა
500 ქართული ოჯახი ასურელი ბავშვების მისაღებად მზადაა, ამის შეახებ ცნობილი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ასურელის ჩამოყვანა იგეგმება საქართველოში. ასურელი ქრისტიანების დასახმარებლად საქართველოს მთავრობა კონკრეტული გეგმის მომზადებას იწყებს. სოციალურ ქსელში კი ასურელების მხარდასაჭერად ღონისძიებები დაიგეგმა. გამოჩნდა პეტიცია სახელწოდებით ”საქართველომ შეიფაროს ასურელი ოჯახები”. სოლიდარობის აქცია 19 აპრილს ქუთაისშიცაა დაგეგმილი. აქციის ადგილად მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა