|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავარი პროკურატურა IDFI-ის პასუხობს

მთავარი პროკურატურა IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი,  "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიაწოდა ის სტატისტიკური მონაცემები, რაც გამოთხოვილი იქნა დასახელებული ორგანიზაციის მიერ. მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" დაასკვნა, რომ "საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. სამწუხაროდ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს დასკვნის გაკეთების დროს მხედველობაში არ მიუღია ექსტრადიციის მიმდინარე საქმეები და არ უხელმძღვანელია ექსტრადიციების დაკმაყოფილებაზე უარის სტატისტიკური მაჩვენებლით, რაც უფრო რელევანტურად ასახავდა თანამშრომლობის წარმატებულობას თუ წარუმატებლობას. გარდა აღნიშნულისა, მითითებული ორგანიზაცია დასკვნის გაკეთების დროს ასევე არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, თუ რა იყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექსტრადიციაზე უარის მიზეზი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს 2010 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 16 აპრილამდე მდგომარეობით საზღვარგარეთ გაგზავნილი ექსტრადიციების შესახებ შუამდგომლობების დეტალურ სტატისტიკას და სურს საზოგადოებას განუმარტოს შემდეგი: ძებნილ პირთა მიმართ წარმოებული საექსტრადიციო პროცედურები დროში საკმაოდ გაწელილია და იგი შესაძლოა თვეობით და ხშირ შემთხვევაში, წლობითაც გაგრძელდეს ყოველი კონკრეტული საქმის თავისებურებიდან გამომდინარე. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრული საექსტრადიციო პროცედურების ვადები და ასევე ის ფაქტი, რომ შესაძლოა ძებნილი პირი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იყოს მიცემული ან იხდიდეს სასჯელს იმავე სახელმწიფოში ჩადენილი დანაშაულის გამო. შესაბამისად, გარკვეული გამონაკლისების გარდა, გასული წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილებული ექსტრადიციის შუამდგომლობათა რაოდენობა გაცილებით მაღალია ყოველ შემდგომ წელთან მიმართებაში.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა