|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეპუტატებმა პარლამენტში სხდომა ჩაშალეს


პარლამენტში დღეს განსახილველ საკითხებზე მსჯელობა  მინიმუმ კიდევ ორი კვირით გადაიდო.  დეპუტატების მრავალრიცხოვნების მიუხედავად, კენჭისყრის დროს  ტაბლოზე პირველ ჯერზე 67,  მეორედ 70, ხოლო მესამედ 68 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა. რეგლამენტის თანახმად,  სხდომის ჩატარებისთვის   76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო. დარბაზში ყოფნის მიუხედავად, „ნაციონალმა“ დეპუტატებმა კენჭისყრა არ გაიარეს, რისი მიზეზიც საგანგებო ბრიფინგზე ახსნეს. ,, ეს იყო ჩვენი ადექვატური რეაქცია უკანონო და ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრობაში მყოფი სპერაზმელის, კახა ნაკანის გამო. ხელისუფლება მსგავსი ფაქტების მიმართ შერჩევითი სამართლის წარმოებას კვლავინდებურად აქტიურ რეჟიმში განაგრძობს, უსუფაშვილს კი ბიძინა ივანიშვილის ხსენებაზე აჟრჟოლებს და როგორც კი ეს საკითხი ვახსენეთ, მიკროფონი გამორთო.  ჩვენ ვაპირებდით მესამე ჯერზე რეგისტრაცია გაგვევლო, თუ განცხადების გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემდნენ, თუმცა ამის  საშუალება არ მოგვეცა“,- განმარტა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ნაციონალების" პროტესტი ხელისუფლებამ  საბოტაჟის მოწყობის მცდელობით ახსნა.

ავტორი: ეკა შალამბერიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა