|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

19 წლის ზესტაფონელი სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებული სერგი საცერაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, გიორგი ქაშაკაშვილმა მიიღო. ჯორბენაძის ყოფილი ქმარი  სასამართლომ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ცნო.  მხარეებს ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ.

სალომე ჯორბენაძე 25 ივლისს ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლეს. მკვლელობა  ჯორბენაძის ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ყოფილმა თანამშრომელმა სერგი საცერაძემ ჩაიდინა, რომელმაც ყოფილი მეუღლე სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა