იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ლატვიის დელეგაციას უმასპინძლა
დღეს, იმერეთში, სახელმწიფო გუბერნატორის ადმინისტრაციაში ლატვიის თვითმმართველობათა ასოციაციის დელეგაციასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ლატვიის რამდენიმე რეგიონის წარმომადგენელი ესწრებოდა.
მხარეებმა ლატვიასა და იმერეთის რეგიონში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში არსებულ მდგომარეობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ლატვიის მხრიდან მიწვევაც მიიღო, ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის დელეგაციას იმერეთის რეგიონის პოტენციალის წარმოჩენისა და შესაბამისად,
ინვესტიციების მოზიდვის საშუალება მიეცემა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი