უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე დაიღუპა.
საუბარია ბატალიონ "აზოვის" ერთ-ერთ მებრძოლზე. უკრაინაში საქართველოს კონსულის, ირაკლი აგლაძის თქმით, უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ირაკლი აგლაძემ „კურიერთან“ საუბრისას გაცხადა, რომ ის ელოდება ინფორმაციას ქართველი მებრძოლებისგან ჯანელიძის ცხედრის გამოყვანის შესახებ, ამის შემდეგაც საელჩო გადმოსვენების პროცედურებს დაიწყებს.
გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში გუშინ დაიღუპა.
ის უკრაინაში ორი თვის წინ ჩავიდა.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა