ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში
ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. მონაწილეები ასურელი ოჯახების შეფარებას ითხოვენ. აქციის
მთავარი მიზანია სოლიდარობა გამოუცხადონ ასურელ ქრისტიანებს და მხარდაჭერა გამოხატონ მათ მიმართ.
"ვთხოვთ ყველა უფლებადამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ხმა აიმაღლონ ამ ბარბაროსობის წინააღმდეგ. ვთხოვთ ნატოსა და ევროკავშირს სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება და აღკვეთონ ხალხის უმოწყალო ხოცვა-ჟღლეტა. ჩვენს ხელისუფლებას კი ვთხოვთ გაუწიოს დახმარება ასურელ ხალხს,"- განაცხადა აქცის ორგანიზატორმა გაგა ამბროლაძემ.
აქციას ქუთაისში მყოფი ასურელებიც ესწრებოდნენ. "თხოვნით მივმართავთ საქართველოს მცხოვრებლებს დაგვეხმარეთ, რომ ბავშვები ავაცდინოთ ამ საშინელ ტრაგედიას და მშვიდობა დავუსადგუროთ მათ. ძალიან ძნელი და მტკივნეულია, როცა შენიანებს ასე სასტიკად ექცევიან. ჩვენ ყველანაირად დავუდგებით საქართველოს გვერდით, თუ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები და გადავარჩენთ ბავშვებს."– აღნიშნა ქუთაისში მცხოვრებმა ასურელმა ნინო იონანიძემ.
აქციის მონაწილეები ბაგრატის ტაძრისაკენ გაემართნენ, სადაც გარდაცვლილ ქრისტიანებს პარაკლისს გადაუხდიან. მასშტაბურ აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები,
სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და
სკოლის მოსწავლები ესწრებოდნენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა