|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მატჩზე არ გავიდა

საფეხბურთო კლუბ "ზეტაფონისა"  და  გორის "დილას" შეხვედრა არ შედგა. სათამაშოდ არ გავიდა კლუბი "ზესტაფონი", მიზეზი კლუბში შექმნილი ფინასური პრობლემებია, გამგეობისა და ქალაქის მუნიციპალიტეტისგან დაპირებების მიუხედავად კლუბის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ერთი თვის განმავლობაში კლუბს არც ელექტროენერგია მიეწოდებოდა.   „სამი თვენახევრის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მხრიდან დახმარების პროცესი ჯერაც ვერ დაიწყო, სამშაბათს უნდა გაიმართოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც მსოფლიო საფეხბურთო თემატიკას უნდა მიეძღვნას, თუმცა ჩემი გადასახედიდან ოპტიმისტურად განწყობის დიდი საფუძველი არ მაქვს“, - განაცხადა კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ.  ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის თანახმად გუნდს  ჩაეთვლება წაგება ანგარიშით სამით ნული. საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებიდან მოიხსენა.  

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა