იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო
ქუთაისში ე.წ. „ნიკეას ნაგავსაყრელის“ დახურვის პარალელურად სამუშაოები სოფელ
გოდოგანში, ყოფილ სატანკო ბატალიონის
ტერიტორიაზე (კოხი) დაიწყო. კოხი ქუთაისის ორ მთავარ შესასვლელ გზას შორის
მდებარეობს. ვინაიდან ტერიტორია სატანკო ბატალიონის პოლიგონს წარმოადგენდა, ჯერ
კიდევ დანაღმულია, ამიტომ პირველ ეტაპზე ადგილზე
განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ნიკეას ნაგავსაყრელის“ დახურვის შემდეგ ნარჩენების გატანა ქალაქგარეთ, ახალ ნაგვსაყრელზე მოხდება, რომელიც არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ მთელს იმერეთს, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მოემსახურება.
ახალი ნაგავსაყრელი
დასახლებული პუნქტიდან 500-მეტრიანი ბუფერული ზონით არის დაშორებული, თუმცა ადგილობრივები
თავს დაცულად მაინც ვერ გრძნობენ.
მათი თქმით, შესაძლოა, იგივე პრობლემები
განმეორდეს, რაც ქუთაისში მდებარე ნაგავსაყრელზე იყო.
„ნიკეას ნაგავსაყრელის“ პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (kfw) 21 მილიონი ევრო გამოყო. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2017 წელს სრულდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი