ქუთაისში პარკირების ადგილებზე გამოცხადებული აუქციონი, შესაძლოა, ისევ ჩაიშალოს
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საერთო და სპეციალურ ადგილებზე ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემის შესახებ გამოცხადებული აუქციონზე საწყისი ბიჯი ამ დრომდე არ დაფიქსრებულა.
აუქციონი 3 აპრილს გამოცხადდა, ვადა დღეს 15:00
საათზე იწურება.
შეგახსენებთ, რომ მერიამ ჩაშლილი აუქციონი
განმეორებით გამოაცხადა. რომლის
ღირეებულებაც 660 000 ლარია. როგორც ქუთაისში
აღნიშნავენ, თანხა ქალაქის რეალობას არ შეესაბამება. რაც პირველ ჯერზე აუქციონის
ჩაშლის მიზეზი გახდა. ამავდროულად პრობლემას 274 ადგილის ერთ ლოტად გატანა ქმნის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი