დაღუპული პოლიციელების ოჯახებზე ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით გაიცემა
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ან ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახები სახელმწიფოსგან ყოველთვიური - 1000 ლარიანი დახმარების გარდა, ერთჯერადად
100 000 ლარსაც მიიღებენ. აღნიშნული კანონპროექტის
შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.
„მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება,
რომ ყველა დაღუპული პოლიციელის ოჯახი ყოველთვიურად დახმარების სახით 1000 ლარს მიიღებს. ეს შეეხება 1991 წლიდან დაღუპული ყველა იმ პოლიციელის ოჯახს, რომელიც სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. ასევე, მთავრობამ
იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება,
რომ ყველა დაღუპულ პოლიციელზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის
ოდენობით“ ,- განაცხადა შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
აღნიშნული
ცვლილება მას შემდეგ ამოქმედდება, რაც პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს მიიღებს და ძალაში შევა.
რაც
შეეხება მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისსა და ბორჯომში მოკლულ პოლიციელებს, მთავრობამ
მიიღო გადაწყვეტილება,
რომ მათ ოჯახებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინებს შეუძენს", - აღნიშნა შს მინისტრმა.
ავტორი: ირინა მაკარიძე