|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა

საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა, ამის შესახებ ინფორმაცია  საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მიაწოდა.
მან კახეთში გამართული მედიატურის შესახებ ისაუბრა, რომელიც მთავრობის მიერ დაფინანსებულ საწარმოებში მიმდინარეობს და რომლებიც მედიის წარმომადგენლებმა ლოტოტრონის პრინციპით შეარჩიეს.
ოთარ დანელიას თქმით, მედიატური გრძელდება და ჟურნალისტები მთავრობის დაფინანსებით შექმნილ საწარმოებს საქართველოს ყველა რეგიონში ესტუმრებიან. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. 
პრემიერ-მინისტრმა მედიატურის ინიციატივა დადებითად შეაფასა
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაჩვენოთ თითოეული საწარმო, რომელიც დაფინანსდა ჩვენი მთავრობის მიერ. ვფიქრობ, მედიას და ოპოზიციას აღარ ექნება კითხვები, სად არის დაპირებული საწარმოები", -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა