|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ათონელის რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია,  ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, -  ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განაცხდა. 
მინისტრის ცნობით, შენობა ექსპლუატაციაში მიღებულია და ის გარემონტდა, როგორც პრეზიდენტისთვის განკუთვნილი რეზიდენცია. როგორც დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, შენობის რემონტის პროცესში, სამინისტროს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველაფერი სტანდარტების შესაბამისად არის გაკეთებული.
მომდევნო ეტაპი რეზიდენციის შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას გულისხმობს, რის შემდეგაც მის ფუნქციაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა