"მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა"-პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში
ქუთაისში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა მეწარმეებს ახალი პროექტი "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა" წარუდგინა. პროექტის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს და 26 თვეზეა გათვლილი. იგი საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაიწყო. პროექტმა ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი საქმის წამოწყებაში ხელი უნდა შეუწყოს, ხოლო რეგიონის განვითარებაზე დადებითი გავლენა მოახდინოს. პროექტში მონაწილეობა 18 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია. "ეს პროექტი იძლევა შესაძლებლობას მეწარმეებმა განავითარონ თავიანთი ძველი პროეტები, ან დაიწყონ ახალი", - განაცხდა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
ავტორი: ანა ჯიქია