ძაღლების გამოფენას გამარჯვებული კომპანია "ტობე დოგი"მოაწყობს
ორმაისობას ქუთაისში ძაღლების გამოფენა მოეწყობა. სახალხო დღესასწაულზე გამოფენის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. ღირებულება 15 ათას 348 ლარს შედგენდა. გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი კავკასიური ნაგაზი, როგორც ქართული ჯიში. „გამოფენა იმ სტანდარტების იქნება რაც საერთაშორისო.
როგორც ვიცი, ყველა ჯიშის ძაღლი გამოდის. კავკასიური ნაგაზი გამოდიოდა გამოფენებზე და ჯილდოებს იღებდა , მაგრამ მისი როგორც ქართული ჯიშის წარმოდგენა პირველად ქუთაისში მოხდება. ეს გამოფენა ორმაისობს ფრაგლებში პირველად ტარდება“, - განაცხადა კულტურის განყოფილების უფროსმა მირანდა
კუპრავამ.
გამოფენა 2 და 3 მაისს სპორტის სასახლეში გაიმართება.
ავტორი: ანა ჯიქია