|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პარკირების აუქციონის ჩაშლა შოთა მურღულიას ინტერესებშია“

სად მიდის ეს პარკირებიდან აკრეფილი უკონტროლო ფული დღესთუ არა მერის და მისი გარემოცვის ჯიბეში? - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცის „ ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელი გია გოქაძე პარკირების აუქციონის მეორედ ჩაშლასთან დაკავშირებით. გოქაძე ამის გამო ქალაქის მერს ადანაშაულებს, ჩაშლილ აუქციონს კი იმპიჩმენტისთვის საკმარის პირობად მიიჩნევს.

ქუთაისის მერს შოთა მურღულიას აქვს პირადი ინტერესი პარკირების საქმეშიამის დასტურია ორჯერ ჩაშლილი აუქციონი და ამ საქმის გაჯანჯლებადემოკრატიულ ქვეყნებში ორჯერ ჩაშლილი აუქციონი და უკონტროლო შავი ფულის მასა მერის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყისი გახდებოდასამწუხაროამაგრამ ქუთაისის მერი მატყუარაუუნარო და კორუფციის მფარველირომელიც პარკირებასთან დაკავშირებით ჩემს ინტერესებზე თავხედურად საუბრობდა“-აღნიშნავს გოქაძე.

გოქაძე, ამავდროულად, არასამთავრობოებს მურღულიას დაცვისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.  ის მერიაში ახალი სამსახურის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით  სულხან ქობულაძის განცხადებას ეხმიანება.

მივმართავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პარტიებს, რომლებიც შეეცდებიან ამ ჩაშლილი ტენდერის გამართლებას, ზოგიც უკვე ცდილობს, რაღაც სამსახურის შექმნი ინიციატივით, თავი შეიკავეთ შოთა მურღულიას დაცვისაგან,“- ნათქვამია გოქაძის მიმართვაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა